English / ქართული / русский /
ელგუჯა კონჯარია
საწარმოს გაკოტრების არსი, ფინანსური სიძნელეები და მათი შედეგები

ანოტაცია. ერთი ეკონომიკური სისტემიდან მეორე სისტემაზე გარდამავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელია სისტემური კრიზისი, შესაბამისად მის ძირითად პრობლემას წარმოადგენს საწარმოო სფეროში სტაგნაციის და საწარმოების მასიურად გაკოტრების დაძლევა. ამ პრობლემის გადაწყვეტისას, ორიენტაციამ საწარმოთა მასობრივ ლიკვიდაციაზე, რომელთაც ვერ შეძლეს ადაპტაცია ახალ ეკონომიკურ გარემოში, შესაძლებელია გამოიწვიოს მომავალი განვითარების ეკონომიკური პოტენციალის ნგრევა და მატერიალური წინაპირობების მოშლა.

დღეს საქართველოს საწარმოებისთვის აქტუალური ამოცანა არა გაკოტრებული საწარმოების ლიკვიდაციაა, არამედ კრიზისის დაძლევის პრობლემა იმ საწარმოთა საქმიანობაში, რომლებიც შეძლებენ  ჩამოყალიბდნენ საბაზრო პრინციპებით და ჩაერთვნენ ეროვნული ეკონომიკის სისტემაში. შესაბამისად, საწარმოო სექტორის რეფორმირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს გაკოტრებულ საწარმოთა სანაცია და ეკონომიკური მდგრადობის აღდგენის ამოცანა.

 

საკვანძო სიტყვები: გაკოტრება. სანაცია. ლიკვიდურობა. გადახდისუნარიანობა. ფინანსური მდგრადობა. 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეურნეო სუბიექტები სამეწარმეო საქმიანობის პროცესში სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან ფინანური ურთიერთობების სრულყოფის მიმართულებით, საყურადღებოა ისეთი სიტუაციები, როდესაც ხდება სამეურნეო საქმიანობის გაუარესება, რის შედეგადაც შეიძლება საწარმო გაკოტრდეს. სწორედ ეს საშიშროება უნდა გაითვალისწინონ სამეურნეო სუბიექტის ხელმძღვანელებმა, რათა ფინანსური სიძნელეების პირობებში მათ შეძლონ დაგეგმილი ფულადი სახსრების მიღება.

საწარმოების გაკოტრება (ქმედუუნარობა) - ეს არის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ანაზღაურების უუნარობა კრედიტორების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე ბიუჯეტებში და ბიუჯეტგარეშე ფონდებში შესაბამისი აუცილებელი გადასახადების გადახდის შეუძლებლობა მისი ქონების ღირებულებებზე დავალიანებათა ვალდებულებების საჭიროების გამო ან მისი ბალანსის არადამაკმაყოფილებელი სტრუქტურის მიზეზით.

არსებობს მოსაზრება, რომ გაკოტრება ლათინურ სიტყვა „კონკურსს“ უკავშირდება, რაც პირთა თავმოყრას ნიშნავს, ანუ კრედიტორების თავმოყრას ერთი მოვალის წინააღმდეგ.

სპეციალურ ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს გაკოტრების მრავალი განმარტება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით გაკოტრება განმარტებულია, როგორც ფულადი სახსრების უქონლობის გამო მოვალის უუნარობა, დაფაროს თავისი ვალდებულებები, დააბრუნოს ვალები.

ავტორთა ერთი ჯგუფი გაკოტრებას განმარტავს, როგორც იურიდიულ აქტს, რომელსაც ფინანსური მიზეზები უდევს საფუძვლად, კერძოდ, კომპანიის ფინანსური მდგრადობის სერიოზული დარღვევები, დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კომპანიის ფულადი ნაკადების სერიოზული დაუბალანსებლობა, კომპანიის გადახდისუნარიანობის გახანგრძლივება, რის მიზეზსაც კომპანიის ეკონომიკური რესურსების დაბალი აქტივობა წარმოადგენს.

ფინანსური პრობლემების მქონე საწარმოები ვერ ახორციელებენ ინვესტიციებს, ვერ იღებენ კრედიტებს, ვერ იხდიან გადასახადებს, ამიტომ ეს უკანასკნელი საწარმოების გაკოტრებას, აქედან გამომდინარე, უმუშევრობის და არამსყიდველობითუნარიანი მოსახლეობის რიცხვის ზრდას იწვევს.

საწარმოს გაკოტრების (ქმედუუნარობის) გარეგნული ნიშანია მისი მიმდინარე გადასახადების შეჩერება და კრედიტორების მოთხოვნათა უუნარობა გადახდის ვადის დადგომიდან სამი თვის განმავლობაში.

საწარმოო გაკოტრებულად შეძლება გამოცხადდეს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ნებაყოფილობით. საყურადღებოა ვიცოდეთ, რომ გაკოტრება, რეალობის გარდა, შეიძლება იყოს ფიქტიური და განზრახვით. განზრახვით გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ ხელმძღვანელი ან მესაკუთრე რაღაცის ან ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე წინასწარი განზრახვით საწარმოს ხდის გადახდისუუნაროს. ფაქტობრივად, გაკოტრება არის საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება წინასწარი სიცრუით კრედიტორებისგან განვადების (ნაწილ-ნაწილ გადახდის) უფლების მისაღებად ან ვალების ფასდასაკლებად.

საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება მოიცავს სამ ძირითად სტადიას.

1. საწარმოს აღიარება გადახდისუუნაროდ არადამაკმაყოფილებელი საფინანსო სტრუქტურის გამოვლენის შედეგად. ამის შესახებ ის ოღებს შეტყობინებას გაკოტრების დეპარტამენტიდან. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო საწარმოს დირექტორს ათავისუფლბს სამუშაოდან და მის ნაცვალად დაინიშნება ახალი მმართველი გარკვეული უფლებებით.

2. დავალიანებულ საწარმოზე შეიძლება მიყენებულ იქნეს სარეორგანიზაციო ან სალიკვიდაციო პროცედურები, აგრეთვე მშვიდობიანი შეთანხმება. სარეორგანიზაციო პროცედურა ნიშნავს მევალის საწარმოს გაჯანსაღებას მესაკუთრეების, კრედიტორებისა და სხვა პირების მხრიდან მისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გზით. მშვიდობიანი შეთანხმება მევალესა და კრედიტორებს  შორის შეიძლება მიღწეულ იქნეს განვადების (ნაწილ-ნაწილ გადახდის)  ან ვალის შემცირებით. ამ სტადიაზე უნდა მოხდეს საწარმოს საფინანსო და ეკონომიკური მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი, რომლის შედეგების საფუძველზე გაკოტრების დეპარტამენტი (სამმართველო) იღებს შემდეგი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთს:

- საწარმოს გაეწიოს სახელმწიფოს მხრიდან საფინანსო მხარდაჭერა;

- მოხდეს მისი აუცილებელი პრივატიზება განსაკუთრებული, ინდივიდუალური პირობებით;

- გარდაქმნას საწარმოო სახაზინო, ანუ ფაქტობრივად სახელმწიფო საწარმოდ;

- გაიყიდოს საწარმოო ან იურიდიული პირის, ან მეპაიის, ანდა ქონების მესაკუთრის სტატუსის შენარჩუნებით;

- საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მისი გადახდისუუნაროდ ცნობის შესახებ.

საწარმოს საფინანსო მდგომარეობის შეფასების ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი  საბალანსო სტრუქტურის დადგენისას იწარმოება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის წინასწარი ანალიზი მისი გადახდისუუნარობის დონის დასადგენად.

ბალანსის არადამაკმაყოფილებელი სტრუქტურა არის მევალის ქონებისა და ვალდებულებების მდგომარეობა, რადგანაც ქონების საშუალებით ვერ ხერხდება ვალდებულებების თავისდროული  შესრულება კრედიტორების წინაშე მევალის ქონების ხარისხობრივად არასაკმარისი ლიკვიდურობის გამო.

„გაკოტრება საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების სრულად დაკარგვას და მისი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობას ნიშნავს. მას არ აქვს თავისი გადახდისუნარიანობის აღდგენის უნარი. ეს საწარმოს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მას არ გააჩნია სოციალური მნიშვნელობა, მისი ეკონომიკური და საწარმოო პოტენციალი და მის მიერ გამოშვებული პროდუქცია  არ არის კონკურენტუნარიანი. ეს უკვე „დაღუპული“ ორგანიზმია, ამიტომ ექვემდებარება ლიკვიდაციას და გაყიდვას, რათა დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები“ [ხარაბაძე ე., 2009. გვ. 139].

საწარმოს გადახდისუუნარობა შეიძლება სხვადასხვა დროს დადგეს ან ისეთი გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული, როგორიცაა დებიტორების მიერ გადახდის ვადების გადაცილება, საბანკო გზავნილების შეფერხება, საწარმოს ფინანსური ვალდებულებების მექანიზმის ნაკლოვანებები.

ფინანსური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია საწარმოთა სანაციით. ცნებები „სანაცია“ და „გადახდისუნარიანობის აღდგენა“ არ არის მთლად ერთნაირი მნიშვნელობის. „სანაცია“  ლათინური „სანატიო”-დან წარმოიშვა, რაც გაჯანსაღებას ნიშნავს. „სანაცია“ საწარმოს, როგორც შრომის საზოგადოებრივი დანაწილების სისტემის ელემენტის ცვლილებაა, გადახდისუნარიანობის აღდგენა კი - მეწარმის ორგანიზებული წარმოების მდგომარეობის ცვლილება. სანაციის მიზანია თვით საწარმოს, როგორც სამეურნეო ერთეულის შენარჩუნება.

ამრიგად, სანაცია არის გაკოტრების საფრთხის წინაშე მდგარი საწარმოს ფინანსური მდგომარეობის  გაუმჯობესებისკენ მიმართული ფინანსური და საკრედიტო ღონისძიებათა სისტემა. სანაციის საფუძველს წარმოადგენს საწარმოს გადახდისუნარიანობის აღდგენის რეალურ შესაძლებლობათა არსებობა.

საწარმოს გაკოტრება მომენტალურად არ ხდება, ეს პროცესი გაეკვეული ეტაპებისგან შედგება. თავდაპირველად იწყება საწარმოს ყველა ფუნქციონალური შემადგენელი ელემენტის მნიშვნელოვანი პარამეტრების ქრონიკული დარღვევები, პროდუქციის მოცულობის მკვეთრი შემცირება, არახელსაყრელი ცვლილებები პროდუქციის ასორტიმენტში, კონკურენტებისა და კლიენტების შემადგენლობაში, პრობლემები საწარმოს ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაში, მომდევანო ეტაპი ხასიათდება ყველა ფუნქციონალური შემადგენლის პარამეტრების ქრონიკული დარღვევებით. საწარმოს ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ამოწურულია საწარმოს ფინანსური პოტენციალი და მკვეთრად ეცემა საწარმოს ფინანსური აქტივობა, და ბოლოს, იწყება საწარმოს „კიზისი“, რომელიც ხასიათდება ყველა ფუნქციონალური შემადგენლის მრავალი მაჩვენებლის კრიტიკული მნიშვნელობით. იმ მომენტიდან, როდესაც საწარმოს არ შესწევს უნარი, გაუმკლავდეს მის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს, მოქმედებას იწყებენ საბაზრო ეკონომიკის მიერ გამომუშავებული მექანიზმები, რომელთა ფარგლებში საწარმოო ვალდებულია მანამ გააგრძელოს ფუქნციონირება ბაზარზე, სანამ არ დაფარავს ვალდებულებებს კრედიტორების წინაშე [სისვაძე ა., 2009, გვ. 471].

ფინანსური კრიზისის დადგომისას იურიდიულად დასტურდება საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების ფაქტი.

საწარმოს გაკოტრებისკენ სვლა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში  მიმდინარეობდეს და ამ პროცესის ეტაპებიც თავისი ხანგრძლივობით  შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

ნებისმიერი საწარმოს ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაგან ზოგი საწარმოს საქმიანობის მასტიმულირებელ, ზოგი კი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამომწვევ ფაქტორად გვევლინება. ამ ფაქტორების დაყოფა პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება: გარე და შიდა ფაქტორებად. როგორც დასავლეთის სპეციალისტები აღნიშნავენ, გაკოტრების  1/3 მოდის გარე ფაქტორებზე, ხოლო 2/3 _ შიდა ფაქტორებზე.

ცნობილია საწარმოთა გაკოტრების შემდეგი სტადიები: ფარული სტადია, რომლის დროსაც „საწარმოთა ფასის შემცირება“ ნიშნავს საწარმოთა მოგების შემცირებას.

ფინანსური მერყეობის მეორე სტადიაა ნაღდი ფულის უკმარისობა. ასეთ შეთხვევაში ზოგჯერ საწარმოები ადიდებენ აქციონერების კაპიტალს, რათა გააქარწყლონ ბანკისა და კაპიტალის მფლობელთა ეჭვი.

ზოგჯერ საწარმოს ხელმძღვანელობა ფინანსური სიტუაციის გაუარესების დროს მიმართავს ავანტურასა და მაქინაციებს.

მესამე სტადიაა _ ნათელი და იურიდიული გაკოტრება _ ე.ი. საწარმოს არ შეუძლია დროულად გადაიხადოს დავალიანება.

საწარმოს (ფირმის) სამეურნეო ფნანსური საქმიანობის შეფასება, როგორც წესი, ხდება ყოველწლიურად აუდიტის მიერ. აუდიტის დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ნათლად გამოჩნდება ფირმის მიდრეკილება აღმავლობის, მდგრადობის ან გაკოტრებისადმი.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს გაკოტრებით იზრდება კრედიტორების მიერ გაცემული სესხების დაკარგვის ალბათობა, ისინი თავდაპირველად ცდილობენ საწარმოს ფინანური სიძნელეების სასამართლოს გარეშე მოგვარებას. საწარმოს აძლევენ სამეურნეო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას, რისთვისაც გამოიყენებენ ვალების პროლონგაციას, მოვალისა და კრედიტორის კომპრომისულ შეთანხმებას. პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ეს მიდგომა უფრო სასარგებლოა: ნაკლები _ დანახარჯებია, მოხერხებულია შესასრულებლად _ ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.

თუ ნებაყოფილობითი მოწესრიგება შეუძლებელია, კრედიტორებს უფლება აქვთ საწარმო გაკოტრებულად გამოაცხადონ. საქართველოში საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ ხდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, საქართველოს კანონის _ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ შესაბამისად. საწარმოს შეუძლია შეაჩეროს ნებაყოფილობით ან იძულებით რეორგანიზაცია.

გაკოტრების ცივილიზებულ სისტემაში შედიან არა მარტო საწარმოები და მათთან დაკავშირებული პარტნიორები, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებიც.სახელმწიფოს მართვის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გაკოტრების სისტემის ფუნქციონირება. მათ უნდა უზრუნველყონ მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც გაუადვილებენ საწარმოს ფინანსური, საწარმოო-ტექნიკური, მართვის სტრუქტურის, ინვესტიციების გეგმების შედგენის, საგარეო მართვის, სანაციისა და სხვა საკითხებზე გაჯანსაღების პროგრამების შედგენას [ცაავა გ., 1999, გვ. 524].

საწარმოს წარუმატებელი საქმიანობის, მისი ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია იმ ფაქტორებისა და მიზეზების გამოვლინება, რომლებმაც შექმნეს ეს პრობლემები.

ზოგიერთი ავტორის აზრით, საწარმოს წარუმატებლობის გამომწვევი შიდა ფაქტორებია: საწარმოო-ტექნიკური ფუნქციის, ფინანსური მენეჯმენტის, კადრების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და მარკეტინგის ფუნქციების არადამაკმაყოფილებელი ორგანიზაცია. გარე ფაქტორები თავის მხრივ მოიცავს: მაკროსფეროს და მიკროსფეროს ფაქტორებს. აქედან პირველს მიეკუთვნება: ქვეყნის სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული, ტექნიკური და გეოგრაფიული პირობები, ხოლო მეორეს - სამეურნეო სუბიექტები, ინსტიტუციები და  ეროვნული ბაზრის ოთხი სეგმენტის  ფუნქციონირების მექანიზმები: ფულის ბაზარი, მატერიალური რესურსების ბაზარი, შრომის ბაზარი და საქონლის ბაზარი.

გარე და შიდა ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების შედეგს საბოლოოდ საწარმოს სრული გადახდისუუნარობა წრმოადგენს, რაც საწარმოს გაკოტრებით მთავრდება.საწარმოს მიერ ამ ფაქტორების გავლენის შედეგების ლიკვიდაცია საწარმოს კრიზისიდან გამოსვლის და ზოგჯერ მისი წარმატებული განვითარების საწინდარია.

გაკოტრება კრიზისული მდგომარეობის უკიდურესი ფორმაა, როდესაც საწარმოს არ აქვს უნარი, დაფაროს თავისი ვალდებულებები და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე  აღადგინოს გადახდისუნარიანობა. გაკოტრება საწარმოს კრიზისული მდგომარეობის განვითარების შედეგს და კაპიტალის გადანაწილების საბაზრო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

სპეციალურ ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოყოფენ გაკოტრების რამდენიმე სახეს:

• საწარმოს რეალური გაკოტრება, ანუ საწარმოს უუნარობა, აღიდგინოს თავისი გადახდისუნარიანობა საკუთარი და ნასესხები კაპიტალის რეალური დანაკარგების გამო.

• დროებითი (პირობითი) გაკოტრება ხასიათდება საწარმოს გადახდისუუნარობით, რომელიც გამოწვეულია კრედიტორული დავალიანების მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით, ასევე დიდი ოდენობის დებიტორული დავალიანებებით.

• წინასწარ განზრახული გაკოტრება ხასიათდება საწარმოს ხელმძღვანელებისა და მესაკუთრეების მიერ გადახდისუუნარობის მდგომარეობის შექმნით მისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენების მიზნით პირადი ან მესამე პირის ინტერესებისთვის.

• ფიქტიური (ცრუ) გაკოტრება - საწარმოს მიერ ცრუ განცხადების გაკეთება მისი გადახდისუუნარობის შესახებ კრედიტორებისთვის თვალის ახვევის მიზნით, რათა მიღწეულ იქნეს მათგან ვალების გადახდის გადავდება.

განასხვავებენ გაკოტრების ფორმალურ და არაფორმალურ ნიშნებს,  რომლებიც განიხილება კომპლექსურად. შესაძლო გაკოტრების არაფორმალური ნიშნების არსებობისას საწარმოს ხელმძღვანელობისა და ანალიტიკური სტრუქტურების მიერ ხდება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის დეტალური შესწავლა.

ტერმინი „ფინანსური სიძნელეები“ თავის არსში საკმაო დოზით შეიცავს გაურკვევლობის ელემენტს, იმის გამო რომ საწარმოს ფინანსური სიძნელეები ერთმანეთისგან განსხვავდება მათი სერიოზულობის ხარისხით.

საწარმო გადახდისუუნაროდ შეიძლება გამოცხადდეს მაშინაც კი, როცა იგი ვერ ასრულებს კრედიტორთა მიმდინარე ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დროებით ფინანსურ სიძნელეებთან. ფინანსურ სიძნელეებს მიეკუთვნება როცა საწარმო ფულადი საშუალებების დეფიციტს განიცდის, გადახდისუუნარობა გაკოტრების წინაპირობას მოასწავებს, როცა კომპანიის ვალდებულებები ჭარბობს აქტივებს, სხვა სიტყვებით, მისი საკუთარი კაპიტალი უარყოფითია [ცირამუა ე., 2007, გვ. 268].

იმ საწარმოების გადასარჩენად, რომლებიც დროებით ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან, აუცილებელია შემუშავდეს კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემა, სადაც გათვალისწინებული იქნება მდგომარეობის სიმძიმე.

საწარმოში ფინანსური სიძნელეების შექმნის ძირითადი მიზეზია შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების არგატარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური დაბალანსების მოშლა და საწარმოო პროცესის ფინანსური უზრუნველყოფის უუნარობა.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოების ფინანსური სიძნელეების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია, მათ გაკოტრებაში პასუხისმგებლობა პირდაპირ  თუ არაპირდაპირ, მენეჯერებსა და მესაკუთრეებს ეკისრებათ.

თუ საწარმო გადახდისუუნაროა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, იგი განხილული უნდა იქნეს, როგორც კომერციულად გაკოტრებული, რომლის ძირითადი მიზეზია მენეჯერებისა და საერთოდ ხელმძღვანელთა არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმი, წარმოების მოცულობის შემცირება, საწარმოს კრედიტორული დავალიანების ზრდა, წარმოების შემოსავლების შემცირება და მოგების შემცირება, საწარმოს აქციების ფასების დაცემა, პროდუქტზე არარეალური ფასის დაწესება სხვა.

საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევა შესაძლებელია არაკრიზისულ გარემოში რიგი ღონისძიებების განხორციელების პირობებში, როგორიცაა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის  სწორი დიაგნოსტიკა, ფინანსური გაჯანსაღების სწორი მიმართულების შერჩევა და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება რისკიანი ბიზნესის პირობებში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. სისვაძე ა., 2009. ფირმის  ფინანსური მენეჯმენტი. თბილისი. უნივერსალი, გვ. 471

2. ცაავა გ., 1999. ფინანსები, ფულის მიმოქცევა, საფინანსო ინჟინერია, კრედიტი. თბილისი, გვ. 524.

3. ცირამუა ე., 2007 ეკონომიკური ანალიზი (თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა - მეთოდიკა). თბილისი. „მერიდიანი“ გვ. 268.

4. ხარაბაძე ე., 2008. ფინანსური აღრიცხვა. თბილისი, „უნივერსალი“, გვ. 139.

ანოტაცია.ერთიეკონომიკურისისტემიდანმეორესისტემაზეგარდამავალიქვეყნისთვისდამახასიათებელიასისტემურიკრიზისი, შესაბამისადმისძირითადპრობლემასწარმოადგენსსაწარმოოსფეროშისტაგნაციისდასაწარმოებისმასიურადგაკოტრებისდაძლევა. ამპრობლემისგადაწყვეტისას, ორიენტაციამსაწარმოთამასობრივლიკვიდაციაზე, რომელთაცვერშეძლესადაპტაციაახალეკონომიკურგარემოში, შესაძლებელიაგამოიწვიოსმომავალიგანვითარებისეკონომიკურიპოტენციალისნგრევადამატერიალურიწინაპირობებისმოშლა.

დღესსაქართველოსსაწარმოებისთვისაქტუალურიამოცანაარაგაკოტრებულისაწარმოებისლიკვიდაციაა, არამედკრიზისისდაძლევისპრობლემაიმსაწარმოთასაქმიანობაში, რომლებიცშეძლებენ  ჩამოყალიბდნენსაბაზროპრინციპებითდაჩაერთვნენეროვნულიეკონომიკისსისტემაში. შესაბამისად, საწარმოოსექტორისრეფორმირებისძირითადმიმართულებასწარმოადგენსგაკოტრებულსაწარმოთასანაციადაეკონომიკურიმდგრადობისაღდგენისამოცანა.

საკვანძოსიტყვები:გაკოტრება. სანაცია. ლიკვიდურობა. გადახდისუნარიანობა. ფინანსურიმდგრადობა.